კოტე თოლორდავა
კოტე თოლორდავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 მაისი, 1979 |
გარდაცვალების თარიღი |
11 აპრილი, 2015 (35 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
საქმიანობა |
|
მეუღლე(ები) |
მარიამ ჯოლოგუა (იქ. 1999–2002) განო მელითაური (იქ. 2007–15) |
კოტე თოლორდავა (დ. 13 მაისი, 1979 — გ. 11 აპრილი, 2015, მოსკოვი, რუსეთი) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა.[1] მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.
გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა[2]. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა.[3] მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.[4]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო.[5] ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.
მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა.[6] კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2006 | მფ | გამვლელი N | ||
2010 | მფ | აზნიფი | Азниф | რომა |
2012 | მფ | ჟანგის კაცი | ||
2012 | ფ | ანა-ბანა | Ана-Бана | |
2012–2014 | ს | ჩემი ცოლის დაქალები | დიტო შარაშენიძე | |
2013 | ფ | ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი | დიტო შარაშენიძე | |
2014 | ფ | ჩემი ცოლის დაქალი კინოში | დიტო შარაშენიძე | |
2014 | ფ | ტაქსი | ჯღარკო | |
2014 | დფ | ვინ მოკლა ილია | ილია ჭავჭავაძე | |
2014 | ფ | ნაღმი | Landmine Goes Click | ილია |
2015 | ფ | 3+3 | გელა | |
2015 | ფ | ირმის ნახტომი | Млечный путь | ტაქსისტი |
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარჯანიშვილის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეატრში ათონელზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოტე თოლორდავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- კოტე თოლორდავა კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- კოტე თოლორდავა — ეროვნული ფილმოგრაფია
- კოტე თოლორდავა — kino-teatr.ru (რუსული)
- კოტე თოლორდავა — КиноПоиск (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა Police.GE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-25. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
- ↑ მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაიცვალა, ამბები.GE, 11-04-2015
- ↑ В Москве скончался популярный в Грузии актер Котэ Толордава, ТАСС.ru (რუსული)
- ↑ კოტე თოლორდავა კაიფში არ გაპარულა Presa.ge
- ↑ რისთვის მოხვდა კოტე თოლორდავა ციხეში, ამბები.GE
- ↑ რატომ ახმოვანებდნენ ფილმებს კოტე თოლორდავა და განო მელითაური ხელჩაკიდებულები, თბილისელები.Ge